Wednesday, April 20, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება
ქალის როლი საქართველოს ისტორიაში
2 .პროექტის მთავარი იდეა 
ქალის როლის,  მისი დამსახურებებისა და წვლილის წარმოჩენა  ისტორიული ფაქტების დახმარებით.
3 .პროექტის აქტუალობა
ამ პროექტის დახმარებით ბავშვები გაიგებენ თუ რაოდენ ძირეული  და ეპოქალური ცვლილებები  მომხდარა საქართველოს ისტორიაში ქალის მეშვეობით. აქტუალურია ასევე იმით რომ  ბავშვები შეძლებენ  გააცნობიერონ  მსოფლიოში  გენდერული თანასწორობის მოპოვებამდე ბევრად ადრე როგორი იყო  ქალის როლი და  ადგილი ჩვენს ქვეყანაში.
4. პროექტის მიზნები
პროექტის მიზანია ქალის როლის უკეთ წარმოჩინება,მათი მიხწევების და შესძლებლობების აღიარება,მათი დამსახურებით მომხდარი მნიშვნელოვანი გარდატეხების  და ცვლილებების უკეტ გაცნობიერება.
5.მონაწილეთა ასაკი
10–11 წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა
6 კვირა ( თვენახევარი).
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
პროექტის ბოლოს შევქმნით ბლოგს და  ავტვირთავთ  თემის ირგვლივ მოპოვებულ მასალასა და იმფორმაციას  (სადაც თანმიმდევრულად იქნება ასახული ქალის სახე რომელთაც რაიმე სახის გარდატეხა ან მნიშვნელოვანი ცვლილება მოახდინა საქართველოს ისტორიაში), პროექტის ბოლოს  შეიქმნება კედლის გაზეთი ანალოგიური თემათიკით.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
სახელმძრვანელოები,კომპიუტერი,სურათები,ნახატები,
9.პროექტის მსვლელობა (ძირთადი აქტივობები)
პროექტის მსვლელობის პროცესში  მოვახდენ კლასის ჯგუფებად დაყოფას და თვითეულ ჯგფს  მივცემ თემას, რომლის ირგვლივაც  მათ დაევალებათ ყოველგვარი იმფორმაციის მოპოვება.პირველ ჯგუფს დაევალება წმინდა ნინოზე  და ნანა დედოფალზე   მასალების შეგროვება,მეორე ჯგუფს თამარ მეფეზე,მესამე ჯგუფს ქეთევან დედოფალზე ,მეოთხე ჯგუფს წმინდა შუშანიკზე.თვითეული ჯგუფი დათქმულ ვადებში  წარმოადგენს მოპოვებულ მასალას.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგიფებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ამ პროექტის მომზადება შეგვიძლია ინტეგრირებულად ქართულთან ( ანუ მოვახდენთ შუშანიკის, როგორც ისტორიული ისე ლიტერატურულ პერსონაჟის განხილვას) და რელიგიასთან  (ანუ დედოფალი ნანა და დედოფალი ქეთევანი როგორც საერო მოღვაწენი , საქართველოს დედოფლები  და როგორც  ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხული პირები).
11.პროექტის ხელმძღვანელი
სალომე გვირჯიშვილი.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
salomegvirjishvili@gmail.ge
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი
salomegvirgishvili.blogspot.com